მოხმარების წესები და პირობები:

ამ აპლიკაციაზე წვდომა და მასში არსებული ინფორმაციის გამოყენება ექვემდებარება ქვემოთ მითითებულ გამოყენების პირობებს. ამ აპლიკაციაში შესასვლელად, თქვენ უნდა წაიკითხოთ და დაეთანხმოთ გამოყენების პირობებს.
ამ აპლიკაციის მიზანია პლატფორმის შექმნა მუნიციპალიტეტებისთვის ენერგოდაზოგვის ან განახლებადი ენერგიის პოტენციური პროექტების ნებაყოფლობით წარსადგენად დაინტერესებული დაწესებულებებისთვის.
ამ აპლიკაციის გამოყენება უფასოა.
KPC არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას ამ აპლიკაციის ინფორმაციის განახლებაზე, სისწორეზე, სისრულესა ან მუდმივ ხელმისაწვდომობაზე. KPC იტოვებს უფლებას შეცვალოს, შეავსოს ან ამოიღოს ამ აპლიკაციიდან ნებისმიერი ინფორმაცია აპლიკაციის პოტენციური არასათანადო გამოყენების შემთხვევაში.

Kommunalkredit Public Consulting პასუხისმგებლობას არ იღებს (მათ შორის დაუდევრობით გამოწვეული) დანაკარგების ან ზიანისათვის, თანამდევი ან არაპირდაპირი ზიანის ან შემოსავლების დაკარგვის ჩათვლით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ აპლიკაციაზე, სხვა ოპერატორების URL-ებზე ან სხვა ვებსაიტებზე დამყარებულ ბმულებზე წვდომის ან ამ ვებსაიტზე მიუწვდომლობის შედეგად. მესამე მხარის ვებგვერდები, რომლებიც ბმულებით დაკავშირებულია ამ ვებსაიტთან, არ გადამოწმებულა და არ გადამოწმდება Kommunalkredit Public Consulting-ის მიერ. შესაბამისად, Kommunalkredit Public Consulting-ს არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა მათი შინაარსის, განსაკუთრებით შეთავაზებების, პროდუქტების, სერვისებისა და მასში არსებული ინფორმაციის გამო.
ინფორმაციის ან მონაცემების რეპროდუცირება და, კერძოდ, ტექსტების, ტექსტების ნაწილების ან სურათების გამოყენება ექვემდებარება Kommunalkredit Public Consulting-ის წინასწარ ნებართვას. ეს დებულება არ ეხება ჩამოსატვირთად ხელმისაწვდომ მასალას. აკრძალულია ნებისმიერი სახის მოდიფიკაცია, რეპროდუცირება ან/და სხვა საშუალებებით მასალის ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება.